სტატისტიკის ეროვნულო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53,7 პროცენტით ნაკლებია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 12 პროცენტით შემცირდა 2019 წლის პირველ კვარტალშიც.

სტატისტიკის სამსახური შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებასა (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

ფოტო: საქსტატი

ფოტო: საქსტატი

2019 წლის მეორე კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ნიდერლანდი — 31,1 პროცენტით, მეორე ადგილზე თურქეთი — 19,2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ — 14,7 პროცენტით.