წლის მთავარი ტექნოლოგიური ფესტივალი დაბრუნდა.

GDG-ის ყოველწლიურ დეველოპერების ფესტივალ Devfest-ს ტექნოპარკმა უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 10-ზე მეტმა უცხოელმა და ქართველმა გამომსვლელმა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა - Google, ADOBE და სხვა.

ფესტივალზე მონაწილე უცხოელი სპიკერები საქართველოთი მოიხიბლენ და მოხარულები არიან, რომ Devfest-ს სწორედ სწორედ აქ ესწრებიან.

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ყველა ქვეყანა განსხვავებულია და მათ შორის საქართველო გამოირჩევა მეგობრულობით. მიხარია, რომ შევხვდი GDG-ის საორგანიზაციო ჯგუფს და დეველოპერებს. მომეცა საშუალება მხარი დავუჭირო მათ",- თქვა მარია ენსინარმა, დეველოპერთა ურთიერთობის სპეციალისტმა Google-ში.

წელს ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდა, დაემატა კიდევ ერთი სივრცე და სულ ტექნოპარკში განთავსებული იყო 3 არეა: TechTalks, CodeLabs, Community Area. პირველი სივრცე ეთმობოდა სპიკერებს, მეორე სივრცე განკუთვნილი იყო Codelabs-ისთვის, ხოლო მესამე სივრცე წელს პირველად გაიხსნა. აქ მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირისპირ გასაუბრებოდნენ სპიკერებს, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

Devfest 2019-ს 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

DevFest ანუ დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემოდგომის პერიოდში იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.