ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი აქციის #სირცხვილია წევრების მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.

"კვიციანმა ვაჟკაცურად, მარტომ დაამხო დედის საწმერთულები უზნეო სტვენია ლაწირაკებს", — წერს ხუციშვილი.

ფოტო: სქრინი ფეისბუქიდან

გარდა ამ პოსტისა, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების დროს ხუციშვილი ითხოვდა, "უწესო ქალების გაჩენილი ბავშვები" ტერიტორიიდან მოეშორებინათ.

"ემზარ კვიციანზე თავდასხმა არაფერს ნიშნავს? მოაშორეთ ეს უწესო ქალების გაჩენილი ბავშვები პარლამენტს და სასწრაფოდ აღადგინეთ წესრიგი პარლამენტთან, რომელიც ყველა ზღვარს გასცდა... ხალხმა აღარ უნდა ვაპატიოთ ეს ყველაფერი და ვაჩვენოთ ვინ რამდენია და ვის რა შეუძლია", — წერდა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების პარალელურად ხუციშვილი.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყვარელში ოცნების დეპუტატი აქციის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებს. 2 ივლისს მან რუსთაველზე მდგარ მოქალაქეებს "გაურკვეველი ორიენტაციის არსებები" და "სექტანტები" უწოდა.

ამ პოსტთან დაკავშირებით მაშინ On.ge დეპუტატს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენთან კომუნიკაცია არ სურდა.

"არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს... საკრებულოში რომ ვმუშაობ, არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება მაქვს On.ge-სთან კომენტარი გავაკეთო. არაფერს არ აგიხსნით", — თქვა მაშინ ხუციშვილმა.

დღეს, 8 სექტემბერს პარლამენტთან ცხვრების მიყვანის შემდეგ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან გამოვიდა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე თემაზე: