შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა კაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.