მოძრაობა #სირცხვილიას ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ პარლამენტის შენობასთან პატრული გამოიძახა. მისი თქმით, დავით მათიკაშვილი და ნუკრი ქანთარია სიგარეტს ეწეოდნენ.

რუხაძე ამბობს, რომ აივანზე გამოსული დეპუტატები პარლამენტის წინ სტვენის შემდეგ ოთახში ბრუნდებოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ.

დავით მათიკაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ სასაუბროდ არ სცალია, ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ "ვერ გვეტყვის".

"აივანზე და გარეთ, სადაც არსებობს სივრცე. [იქ ვეწევი] ძირითადად", — განმარტა ქანთარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დეპუტატებმა სიგარეტი ღია სივრცეში მოწიეს.

საქართველოს კანონმდებლობით, დახურულ საჯარო სივრცეში მოწევისთვის მოქალაქეები გათვალისწინებულია ჯარიმა.