საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს 2020 წლის ოჯახის ფასეულობათა წლად გამოცხადების ინიციატივა აქვს. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.

ეს ინიციატივა პატრიარქს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მას უნგრეთის პრეზიდენტი ეწვია:

"თქვენ იცით ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი და მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ".