საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ პარლამენტის შენობასთან #სირცხვილია-ს მიერ ცხვრების მიყვანა შეიძლება ცხოველთა უფლებებს ლახავდეს. ამ საკითხზე დეპუტატმა მთავრობის დამტკიცების პროცესის დროს მისთვის მიცემულ დროს ისაუბრა.

"მოიყვანეს ცხვრები, მოაბეს ყელზე თოკი, ალბათ, ცხოველთა საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს ალბათ. ცხვარს ყელზე კი არ აბამენ თოკს და ასე კი არ ათრევენ აქეთ-იქეთ", — განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დღეს, 8 სექტემბერს, მაშინ, როცა პარლამენტში გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს, #სირცხვილია-მ უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს. სწორედ ეს ჯგუფი ითხოვს გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტიდან გადაყენებას თითქმის 80 დღეა, ის კი მმართველმა პარტიამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.