უმრავლესობამ გიორგი გახარიას მთავრობას ძველი სახეებით მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

რეგისტრაცია 99-მა დეპუტატმა გაიარა, მომხრე კი 98 მათგანი იყო.

მთავრობის დამტკიცების პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში პროტესტისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც #სირცხვილიას აქტივისტები, ისე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და წევრები სასტვენებითა და შეძახილებით პრემიერმინისტრის პოსტზე გახარიას კანდიდატურას აპროტესტებდნენ. კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან #სირცხვილიას წევრებმა ცხვრები მოიყვანეს, ქართული ოცნების დეპუტატების სიმბოლოდ.

გახარიასა და მისი მთავრობის მოსმენა ყველაზე მწვავე ოპოზიციის ფორმატში იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ მას სიმღერა "გახარიას უხარია" მოასმენინა, შემდეგ პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაამთავრა. ევროპულმა საქართველოს კითხვების სტრატეგია აირჩია. მთავარი თემა 20-21 ივნისის აქცია იყო. კანდიდატის პასუხები არც მათ მოისმინეს და სხდომა დახურეს. ოპოზიციის პასუხად გახარიამ თქვა, რომ "მათ დაასრულებს". ქართული ოცნება გახარიას მთავრობის პროგრამაში პოზიტივზე ამახვილებენ ყურადღებას და ნეგატივს ოპონენტებს აბრალებენ.

3 სექტემბერს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი სამ თვეზე მეტია ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გადადგა. გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაპოსტა. მან სათქმელი 3 947 სიტყვაში ჩაატია.

ამავე თემაზე: