სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებია დაწესებული. უწყების განმარტებით, შეზთუდვები საოკუპაციო ძალებმა დააწესეს.

"აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", — განმარტავენ სუს-ში.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი ამ შეზღუდვებს ტვიტერზე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ამ ადგილს დღეში 400 ადამიანი კვეთდა, ახლა კი 0.