შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე, რომელიც შოტლანდიაში იმართება, შეცდომით ძველი ჰიმნი "დიდება" გაჯღერდა.

"დიდება" იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1918-1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში. 2004 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია "თავისუფლება".

დღეს, შოტლანდიაში მარიფილდის სტადიონზე შოტლანდია-საქართველოს მორიგი სატესტო შეხვედრა იმართება მსოფლიო შემპიონატის წინ. პირველი მატჩი შოტლანდიასთან ბორჯღალოსნებმა 31 აგვისტოს თბილისში, დინამო არენაზე ითამაშეს და ანგარიშით 10:44 დამარცხდნენ.