სიცოცხლისთვის საშიში ვეიპინგი — ძიებას მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს
ვეიპინგთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაავადების გამო უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ამჯერად ორეგონის შტატში დაფიქსირდა. გარდაცვლილის ასაკი, სქესი და პირადი მონაცემები გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ იგი კლინიკაში ივლისის თვეში, ლეგალურად შეძენილი მარიხუანას შემცველი პროდუქტის მოხმარების შემდგომ მოათავსეს. როგორც საქმის გამომძიებელი, ექიმი ენ ტომასი ამბობს, გარდაცვლილი "სხვამხრივ ჯანმრთელი იყო და უეცრად ძალზე მძიმედ დაავადდა"
ერთეული შემთხვევებიდან ეპიდემიამდე
ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ელექტრო-სიგარეტის მოხმარების შესაძლო გვერდითი ეფექტის შემთხვევების მოკვლევა დაიწყო. მეცნიერები ცდილობდნენ ვეიპინგსა და კრუნჩხვების კლინიკურ შემთხვევებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეპოვნათ. მალევე, მათ სხვა შესაძლო გვერდით ეფექტზე დაიწყეს საუბარი: აგვისტოს ბოლოს მეცნიერთა ჯგუფი ფილტვების აქამდე უცნობი დაავადების 215 კლინიკურ შემთხვევას იკვლევდა.
პაციენტთა უმრავლესობა 20-30 წლის ახალგაზრდა გახლდათ, რომლებიც კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით, პირღებინებით, სხეულის მაღალი ტემპერატურითა და ძლიერი სისუსტით მოათავსეს. მათი ნაწილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. დაზარალებულები განხვავებული სტაჟის მქონე ვეიპერები გახლდნენ.
პირველი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ამბებიდან მალევე გავრცელდა: ახალგაზრდა უცნობი (მისი პირადი მონაცემები, სქესი და ასაკი ასევე გასაიდუმლოებულია) ილინოისის შტატში ვეიპინგით გამოწვეული ფილტვების მწვავე დაავადებით მოკვდა.
ჯანდაცვის სისტემის საპასუხო რეაგირება
აშშ-ს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა თავის განცხადებაში შექმნილი სიტუაცია როგორც "ახალგაზრდული ეპიდემია" ისე შეაფასა და საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. სწორედ ამ განცხადებების შემდგომ დააკავშირეს ორეგონის შტატში გარდაცვლილი ახალგაზრდის მკურნალმა ექიმებმა პაციენტის კლინიკური სიმპტომები სხვა შემთხვევებთან.
გასულ კვირას აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოუწოდა ადამიანებს, თავი შეეკავებინათ ვეიპინგისთვის საჭირო სითხეების ქუჩაში შესყიდვისგან და ასევე შეეწყვიტათ ვეიპების თვითნებური გადაკეთება. თუმცა ორეგონის შემთხვევამ ეს რეკომენდაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა: ამჯერად ვეიპინგისთვის განკუთვნილი სითხე ოფიციალურ მაღაზიაში იყო ნაყიდი.
დაავადების გამომწვევის ძიებაში
ვეიპინგის ტექნოლოგია ზედმეტად ახალია იმისთვის, რომ მისი შორეული ეფექტების შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდეს. მოწყობილობები ბაზარზე შემოვიდა როგორც სიგარეტის უსაფრთხო ალტერნატივა, რადგანაც გახურებული ნიკოტინის აორთქლების გზით ფილტვებში არ ხვდება კიბოს გამომწვევი ტოქსინები, ნიკოტინის წვისაგან განსხვავებით. ჯანდაცვის მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ვეიპინგით ათეულობით შესაძლო მომწამვლელი ქიმიკატი ხვდება ფილტვებში, რამაც შესაძლოა საპასუხო მწვავე ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. აღნიშნული მდგომარეობა ძალზე ჰგავს პნევმონიას (იგივე "ფილტვების ანთებას"). ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის კურსის ჩატარების შემდგომ, პაციენტთა ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდებოდა.
კლინიკური შემთხვევების შესაძლო მიზეზის კვლევა ვეიპინგისთვის გამოყენებული პროდუქტის ანალიზით დაიწყო.
მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ სინჯებს ერთი საერთო ქიმიკატი ჰქონდათ: ვიტამინ E-სგან მიღებული ზეთი.
კვლევის არეალის დავიწროება
ვიტამინი E ბუნებრივად გვხვდება საკვებში და იგი სრულიად უვნებელია. მისგან მიღებულ ზეთს ვიტამინ E-ს აცეტატს უწოდებენ და მას საკვებ დანამატებსა და კანის მოვლის პროდუქტებში იყენებენ. აქამდე მათი ამგვარი სახით მოხმარების შედეგად არავინ დაზარალებულა, მაგრამ მეცნიერთა მოსაზრებით ეს უსაფრთხო ზეთი განსაკუთრებით საშიში გახურების შემდგომ ხდება.
ბრინ მარის კოლეჯის ქიმიის პროფესორის, მიშელ ფრენკლის განცხადებით, ვიტამინ E-ს აცეტატი ფაქტობრივად საპოხი მასალაა. იგი განსაკუთებით მაღალ ტემპერატურაზე იწყებს აორთქლებას, რა დროსაც მისი მოლეკულური სტრუქტურა იცვლება. როდესაც ფილტვებში ორთქლი გაგრილებას იწყებს, ვიტამინ E-ს აცეტატი თავის ბუნებრივ მახასიათებლებს უბრუნდება. ფრენკლის აღწერით სწორედ ამგვარად "ამოიფინება ფილტვები შიგნიდან ამ ზეთით"
ამგვარი მექანიზმით უნდა იყოს გამოწვეული დაზარალებულთა სიმპტომები: ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულ-მკერდის არეში. თუმცა ვიტამინ E-ს აცეტატის მავნებლობაზე გადაჭრით საუბარი ჯერ ადრეა.
"არცერთი ნივთიერება, ვიტამინ E-ს აცეტატის ჩათვლით, არ არის ყველა სინჯისთვის საერთო. აღებული ნიმუშებიდან თითოეული ნივთიერების იდენტიფიცირება თავსატეხის დამატებით მცირე დეტალია, რაც შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს გამომწვევი მიზეზის შესახებ პასუხის გასაცემად" — განმარტა FDA-ს წარმომადგენელმა, მაიკლ ფელბერბაუმმა.
შემდგომი მოკვლევა და პაციენტთა მონიტორინგი გრძელდება.
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კომენტარები