სტუდია A24 საოჯახო დრამას Waves-ს გვთავაზობს. ფილმში სტერლინგ ქეი ბრაუნს მამის როლში ვიხილავთ, რომელიც საკუთარი ოჯახის ერთობის შენარჩუნებას ცდილობს, ტრაგედიებისა და ცხოვრების რთული პერიოდის მიუხედავად.

ვიზუალურად საკმაოდ შთამბეჭდავი ტრეილერის შემდეგი სიტყვებით იწყება: "სიყვარული მომთმენია, სიყვარული კეთილია, სიყვარული უხეში არ არის, სიყვარული არ ტრაბახობს, სიყვარული ცუდს ივიწყებს" ამ სიტყვების პარალელურად კი კადრში ფლორიდელ ოჯახს ვხედავთ, რომელიც ცდილობს დანაკარგს შეეგუოს.

რონალდის ვაჟი ტაილერი სირთულეებს აწყდება, ის სკოლის ათლეტია. სვამს, ოჯახთან უთანხმოება აქვს და ჰყავს შეყვარებული, რომელთან ერთადაც ბედნიერ მომენტებს იზიარებს. ფილმი ამ ოჯახის სხვადასხვა წევრებზე მოგვითხრობს, რომლებიც პრობლემებს განსხვავებულად უმკლავდებიან.

Waves-ის რეჟისორი და სცენარისტი ტრეი ედვარდს შულცია. ფილმის პრემიერა ნოემბერშია დაგეგმილი.