მას შემდეგ, რაც Sony-მ კვენტინ ტარანტინოს Once Upon a Time in Hollywood ქვეყნის მასშტაბით გაუშვა კინოთეატრებში, გაჩნდა ჭორი, რომ რეჟისორი მონტაჟის დროს ამოჭრილი კადრების დაბრუნებას და ფილმის ნეტფლიქსის მინისერიალად გადაკეთებას გეგმავს. წლის დასაწყისში ტარანტინომ იგივე ქნა The Hateful Eight-ის შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, ჭორები მართალია, ყოველ შემთხვევაში თუ ბრედ პიტის ნათქვამს დავეყრდნობით. მსახიობმა New York Times-თან ინტერვიუში თქვა: "ტარანტინოს ახალი ფილმის სერიალად გადაკეთება საკმაოდ პროვოკაციული და ხმამაღალი იდეაა"

გამოცემა IndieWire-ის ინფორმაციით ტარანტინოს ახალი ფილმის პირველი სამონტაჟო ვერსია 4 საათის და 20 წუთის ხანგრძლივობის იყო. კინოთეატრში გამოსასვლელად ფილმის ქრონომეტრაჟი 2 საათსა და 40 წუთამდე შემცირდა. რამდენიმე სცენა, რომელიც სონიმ ტრეილერებსა და რეკლამებში გამოიყენა, ფილმი საბოლოო ვერსიაში არ მოხვდა. ტარანტინოს ძალიან ბევრი სცენის ამოჭრა მოუხდა, როგორც ფილმის პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი ინდივაირთან ამბობს, ამოჭრილი სცენები შესაძლოა ზოგიერთი მსახიობისთვის ოსკარის ნომინაციის მომტანიც ყოფილიყო.

ტარანტინომ ფანები აპრილში გააკვირვა, როდესაც The Hateful Eight ნეტფლიქსის მინისერიალის ფორმატით გამოუშვა. ახალი ვერსია ფილმს ოთხ ეპიზოდად ყოფდა, თითოს ქრონომეტრაჟი კი დაახლოებით 50 წუთი იყო. რეჟისორის თქმით ინიციატორი თავად ნეტფლიქსი იყო, რომ ფილმის ვრცელი ვერსია გამოეშვათ.

"ვიფიქრე, რომ საინტერესო იყო. ფილმები ისედაც არსებობს როგორც ფილმი, მაგრამ რომ მქონდეს საშუალება მთლიანად გამოვიყენო ის მასალა რაც გადავიღე და ამ ყველაფერს ეპიზოდების ფორმა მივცე საკმაოდ საინტერესო იქნება, ეს ყველაფერი ნამდვილად უნდა მეცადა".

ტარანტინოს ბოლო ფილმა მსოფლიოს მასშტაბით $280 მილიონი შეაგროვა. ფილმი სავარაუდოდ ოსკარის რამდენიმე ნომინაციას მიიღებს.