საქართველოს პარლამენტში გახარიას მთავრობის მოსმენაზე ნაციონალურმა მოძრაობამ სიმღერა "გახარიას უხარია" ჩართო, რომელიც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს და აქციის დაშლისას გადაღებული კადრებს შეიცავს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომამ გოცირიძემ თქვა, რომ ახალი მთავრობის მოსმენას ვიდეოკითხვით დაიწყებენ, რაზეც საზოგადოება პასუხს ითხოვს. ვიდეოს შემდეგ გოცირიძემ დასვა კითხვა: "რატომ ესროლეს ტყვიები ბავშვებს".

მინისტრობის კანდიდატების ნაწილი კლიპს ღიმილით და "ინტერესით" უყურებდა. მათ შორის იყო გიორგი გახარიაც.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / პარლამენტი

ფოტო: კადრები ვიდეოდან / პარლამენტი

ნაწილმა კი მალე გადაწყვიტა, რომ კლიპისთვის "ყურადღება არ მიექცია".

ფოტო: კადრები ვიდეოდან / პარლამენტი

ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ მთავრობის დამტკიცების პროცედურას საკომიტეტო მოსმენებზე ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა ფრაქციის ფორმატში მაინც უსმენენ.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / პარლამენტი

ნახეთ ვიდეო:

გახარიას პრემიერობით მთავრობის ე.წ. ახალ შემადგენლობას ძველი სახეებით პარლამენტში ფრაქციის ფორმატში უსმენენ. დღეს, გიორგი გახარიას და მის დაკომპლექტებულ მთავრობას კითხვებს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები დაუსვამენ. ხვალ კი მთავრობის მოსმენა ქართული ოცნებისა და პარტიოტთა ალიანსის ფრაქციის ფორმატში გაგრძელდება.

გაიგეთ მეტი: