სულაკაურის გამომცემლობა ცნობილია გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის წიგნებით - როგორც მხატვრული ლიტერატურით, ასევე სასკოლო და დამხმარე სახელმძღვანელოებით. გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მისი წიგნების შეძენა შესაძლებელი იყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან გამომცემლობა გთავაზობთ ორ ახალ პლატფორმას - "გახდი ლიტერტურის ელჩი" და "ციფრული სკოლა".

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

იურიდული პირებისთვის გამომცემლობა გთავაზობთ პლატფორმას „გახდი ლიტერატურის ელჩი“, რომელიც გაძლევთ უნიკალურ შანსს, აქტიურად ითანამშრომლოთ „სულაკაურის გამომცემლობასთან“: გახდეთ მისი გაყიდვების ჯგუფის წევრი; ისარგებლოთ თქვენზე მორგებული პირობებით; მიიღოთ წიგნები ფასდაკლებით და განავითაროთ ბიზნესი წარმოუდგენლად მცირე ინვესტიციით.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ხოლო სპეციალურად მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვისა და მათი მშობლებისთვისთვის შეიქმნა „ციფრული სკოლა“ , რომელიც ელექტრონული რესურსების პირველი მაღაზიაა საქართველოში. აქ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ გრიფირებული სახელმძღვანელოების, მხატვრული ლიტერატურისა და დამხმარე სასწავლო მასალების ელექტრონული ვერსიები.

ეს პორტალი მასწავლებელს დაეხმარება, გაამრავალფეროვნოს და გაამდიდროს სასწავლო პროცესი ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე. კლასების და კატეგორიების მიხედვით დალაგებული ელექტრონული მასალები მოსწავლეს წარმატების მიღწევაშიც დაეხმარება და, რაც მთავარია, მის ზურგჩანთას საგრძნობლად შეამსუბუქებს.