Sony Pictures ცნობილი კრიმინალური კომედიის სიქველის Bad Boys for Life-ის ოფიციალურ ტრეილერს ავრცელებს. ფილმში მთავარ როლებს ტრადიციულად უილ სმიტი და მარტინ ლოურენსი ასრულებენ.

ახალი ფილმი მაიამის პოლიციის დეპარტამენტის და ელიტური AMMO დაჯგუფების საქმეზე არის კონცენტრირებული. ისინი ნარკო კარტელის არმანდო არმას დაჭერას ცდილობენ. ის ცივსისხლიანი მკვლელია, საშინელი ხასიათით, რომელიც საკუთარ ცხოვრებას კარტელს უძღვნის. არმანდოს დედამისი მაიკლ ლოვერის (უილ სმიტი) მოსაკლავად აგზავნის.

Bad Boys-ის პირველი ორი ფილმის რეჟისორი მაიკლ ბეი იყო. მესამე ფილმს კი რეჟისორები ადილ ელ არბი და ბიალ ფალაჰი გადაიღებენ. ფილმის პრემიერა 2020 წლის იანვარშია დაგეგმილი.