რას გვატყუებენ ყველაზე ხშირად გაცნობის ვებსაიტებზე?
ზრდასრული ადამიანების თითქმის მეოთხედი სიყვარულს გაცნობის საიტების ან აპლიკაციების საშუალებით ეძებს. ურთიერთობის დაწყების ეს შედარებით ახალი ფორმაა და პოტენციური პარტნიორების უზარმაზარ ბაზაზე იძლევა წვდომას. თუმცა უნიკალური გამოწვევებიც ახლავს თან.
მაგალითად, ალბათ გაგიგიათ - ან პირადად გამოგიცდიათ - ონლაინ დაგეგმილი პაემნის შესახებ, რომელიც კარგად არ წარიმართა ჩამოთვლილი მიზეზების გამო: პიროვნება უფრო განსხვავებული სიმაღლის იყო, ვიდრე ეს მის პროფილზე ჩანდა; ფოტოებზე სულ სხვანაირად გამოიყურებოდა; ან მიმოწერის დროს კარგი მოსაუბრე იყო, მაგრამ სადილიზე დანა პირს არ უხსნიდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიროვნების ონლაინ პროფილი და მასთან მიმოწერა სრულყოფილად ვერ ასახავს, თუ ვინაა ის სინამდვილეში.
ახლახანს გამოქვეყნებულ კვლევაში დევიდ მარკოვიცი და ჯეფ ჰენკოკი განიხილავენ, თუ რამდენად ხშირად და ძირითადად რა თემაზე იტყუებიან ადამიანები, რომლებიც გაცნობის აპლიკაციებს იყენებენ.
ეს ერთ-ერთი პირველი კვლევაა, რომელიც მსგავს საკითხებს შეისწავლის. ამ თემაზე სხვა ნაშრომებიც არსებობს, რომლებიც ძირითადად ადამიანების ონლაინ პროფილებზე კონცენტრირდება. მაგალითად, ამ კვლევებმა აჩვენეს, რომ მამაკაცები ხშირად იტყუებიან თავიანთი სიმაღლის და სამსახურის შესახებ, ქალები კი წონას მალავენ და მათი ფოტოებიც მეტადაა მოდიფიცირებული, ვიდრე მამაკაცების.
თუმცა, პროფილი ონლაინ დეითინგის მხოლოდ ერთი ასპექტია. მხოლოდ მიმოწერის შემდეგ წყვეტ, შეხვდე თუ არა ახლად გაცნობილ ადამიანს.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად ხშირად და რის შესახებ ატყუებენ ადამიანები თავიანთ პარტნიორებს, კვლევის ფარგლებში წყვილების შეხვედრამდე მიმოწერიდან ასობით ტექსტური შეტყობინება გაარჩიეს. ავტორები ამ პერიოდს "აღმოჩენის ფაზას" უწოდებენ. კვლევაში ორასზე მეტი ადამიანი მონაწილებდა, რომლებმაც თავიანთი მიმოწერებში გამოყვეს, თუ რა იყო ტყუილი და ზოგიერთმა მიზეზებზეც ისაუბრა.
აღმოჩნდა, რომ ტყუილები ორ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს: პირველი უკავშირდება საკუთარი თავის წარმოჩენას. მაგალითად, თუ მონაწილეებს უნდოდათ, რომ უფრო მიმზიდველად წარმოჩენილიყვნენ, იტყუებოდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად ვარჯიშობენ. ან, თუ რელიგიურ ადამიანს წერდნენ, ამბობდნენ რომ ბიბლიას ხშირად კითხულობდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ პოტენციურ პარტნიორთან საერთო ინტერესები ჰქონდათ.
მეორე კატეგორიის ტყუილები უკავშირდება ხელმისაწვდომობას — იმის აღწერა, თუ რატომ ვერ შეხვდებიან პარტნიორს ან ახსნა იმისა, თუ რატომ არ პასუხობენ მიმოწერაზე (მაგალითად, მობილური არ იჭერდა). მსგავსი ტყუილი შედარებით თავაზიანი გზაა კომუნიკაციის თავიდან ასარიდებლად, თუმცა ისე, რომ კარს ბოლომდე არ ხურავ. ეს ტყუილები ცუდ ადამიანად არ გაქცევს. მათი მიზანია აჩვენო, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი ან სასოწარკვეთილი არ ხარ.
მიზანმიმართული თუ გავრცელებული ტყუილი?
მიუხედავად იმისა, რომ ტყუილების უმრავლესობა ამ ორ კატეგორიაში გადის, კვლევამ აჩვენა, რომ მიმოწერების მხოლოდ შვიდი პროცენტია შეცდომაში შემყვანი. რატომაა ეს მაჩვენებელი ასეთი დაბალი? როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ადამიანების უმრავლესობა გულწრფელია და რომ მათ შორის მცირე რაოდენობით არიან მატყუარები.
მოტყუება იმის გამო, რომ პარტნიორის შესაფერისი გამოჩნდე ან შენი ადგილსამყოფელის დამალვა, შეიძლება ძალიან რაციონალური საქციელია. მეტიც, ადამიანების უმრავლესობა ონლაინ სივრცეში მსგავს საქციელს მოელის კიდეც.
თუმცა, აშკარა ტყუილები (მაგალითად, თქვა, რომ ძაღლები გიყვარს მაშინ, როცა ალერგიული ხარ მათ მიმართ) ნდობას ძირს უთხრის. ასეთი ტყუილი პრობლემატური შეიძლება გახდეს "იმ ერთადერთის" აღმოსაჩენად.
კვლევა კიდევ ერთი საინტერესო შედეგი აჩვენა — მონაწილეების მიერ ნათქვამი ტყუილების რაოდენობა დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ წარმოუდგენით მათ, რამდენს ატყუებენ პარტნიორები.
აქედან გამომდინარე, თუ გულწრფელი ხარ და ცოტას იტყუები, ფიქრობ რომ სხვებიც გულწრფელები არიან. თუ სიყვარულს ეძებ და ამისთვის ტყუილებს იყენებ, შანსია ფიქრობდე, რომ სხვებიც გატყუებენ. ასე რომ, პატარა ტყუილების თქმა ნორმალურია — ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენს მიზანს ემსახურება და არა იმიტომ, რომ შეგვიძლია.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები