ცნობილი ამერიკელი მსახიობი და ყველასათვის საყვარელი ბრიჯიტ ჯონსის ვარსკვლავი, რენე ზელვეგერი ეკრანიდან 6-წლიან გაუჩინარებასა და პლასტიკურ ოპერაციებზე არსებულ მითქმა-მოთქმაზე გამოცემა Vulture-სთან ინტერვიუში ყვება.

სანამ ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ 50 წლის რენე კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის მფლობელია, რომელიც მან ფილმ Cold Mountain-ში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო.

მსახიობი 2014 წელს წითელ ხალიჩაზე მის გამოჩენასაც იხსენებს, როდესაც მედიამ მთელი ყურადღება მის განსხვავებულ გარეგნობას და პლასტიკური ოპერაციებზე სტატიებს დაუთმო:

"ჩვენ შესახებ ხშირად კითხულობენ მორალს და მათი მოსაზრებები თითქოს ჩვენი ხასიათის ანარეკლია. იმის მიუხედავად, რამდენად კარგი, სუსტი ან გულწრფელი ადამიანები ვართ. გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ არსებულის შეცვლა მჭირდებოდა, არ იმუშავა, რაც ახლა მასევდიანებს. მე ხომ ასე არ ვუყურებ სილამაზეს და ასე არ ვფიქრობ საკუთარ თავზე. მომწონს ჩემი უცნაური თავისებურებები, ჩემი მრავალფეროვნება, რადგან ეს საშუალებას მაძლევს ვაკეთო ის, რაც მინდა. კარიერის დასაწყისში მოუვლელ თმასთან ერთად ლურჯი ჯინსები და კოვბოის ჩექმები მეცვა და ასე დავიწყე მუშაობა. სამსახურისთვის ცვლილება არ დამჭირვებია, ამიტომ, გაუგებარია თუ რატომ ვცდილობდი ვყოფილიყავი ის, რაც არასდროს ვყოფილვარ".

ზელვეგერმა 2014 წელსვე უპასუხა მედიას ვრცელი ესსეთი, სათაურით უკეთაც შეგვიძლია.

ფოტო: Amanda Demme

ფოტო: Amanda Demme

ის ეკრანიდან 6-წლიან გაუჩინარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადრე უბრალოდ საკუთარ თავს არასდროს უფრთხილდებოდა:

"მე საკუთარი თავის პრიორიტეტი არასდროს ვყოფილვარ. ჩემმა თერაპევტმა ისიც გააცნობიერა, რომ ჩემი ცხოვრების 99%-ს საჯარო ცხოვრებას ვუთმობდი, რეალობისთვის კი ყოველდღიურობის მცირედი ნაწილი თუ მემეტებოდა. მჭირდებოდა დასვენება და არა იმის ცონდა, რომ სულ რაღაც უნდა მეკეთებინა. მჭირდებოდა, რომ ცხოვრება არ დამეგეგმა რამდენიმე წლით ადრე და სპონტანურობისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა".

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი მსახიობმა რობერტ გულდიას ფილმში Judy, ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯუდი გარლანდის როლი შეასრულა, რომლის პრემიერაც ძალიან მალე, 27 სექტემბერს შედგება.

აღსანიშნავია, რომ კინოკრიტიკოსების აზრით ეს რენე ზელვეგერის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იქნება და მეტიც, კინოაკადემიის მომავალ დაჯილდოებაზე მსახიობს ოსკარის აღებასაც კი უწინასწარმეტყველებენ.