ბულგარეთის ხელისუფლებამ გააკრიტიკა რუსეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა, რომელიც ნაციზმისგან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გათავისუფლების 75 წლისთავს ეძღვნება. მათ მოუწოდეს რუსეთის დიპლომატიურ მისიას, რომ ბულგარეთში საბჭოთა არმიის შესვლა "გათავისუფლებად" არ მოიხსენიონ.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაციზმის განადგურებაში სსრკ-ს წვლილის მიუხედავად, წითელმა არმიამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რეპრესიები მოიტანა.

რუსეთის საელჩოს გამოფენა სოფიაში 9 სექტემბერს უნდა გაიმართოს. საგარეო უწყებაში გამოფენას შიდაპოლიტიკურ დებატებში ჩარევად მიიჩნევენ.

რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ საგარეო უწყების განცხადებით იმედგაცრუებული არიან. მათი თქმით, გამოფენა ეხება მხოლოდ აქამდე უცნობი რუსული საარქივო მასალების გაცნობას.

სსრკ-ს არმია ბულგარეთში 1994 წლის სექტემბერს შევიდა და დაუპირისპირდა როგორც ნაცისტურ, ისე ადგილობრივ არმიას. რამდენიმე თვეში ქვეყანაში საბჭოთა დიქტატურა დამყარდა. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სსრკ დროებით ოკუპაციაში დაადანაშაულა.