ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ფრანგულმა ბრენდმა ვეტმომ ახალი, საინტერესო ვიზუალის ჩანთა გამოუშვა.

ვეტმო უნიკალური და კონტროვერსიული მოდელებითაა ცნობილი და ამჯერად მისი ინსპირაცია რელიგიაა — შავი ტყავის ბიბლიის ფორმის ხელჩანთა ონლაინ მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი 2 000 დოლარს აჭარბებს.

წიგნის ვიზუალის ჩანთას "ყდაზე" ოქროსფრად ბრენდის სახელი აწერია და მაგნიტური ჩამკეტი აქვს.

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მოდის ჟურნალმა ვოგმა 2009 წლიდან ჩატარებული 12 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის ჩვენება გამოყო. დემნა გვასალია, რომელიც ვეტმოს დამფუძნებელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია, ერთადერთი დიზაინერია, რომელიც სიაში ორჯერ მოხვდა.