ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა მინისტრთა კაბინეტის საკომიტეტო მოსმენას ბოიკოტს უცხადებენ
ევროპული საქართველო მინისტრთა კაბინეტის საკომიტეტო მოსმენას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა.
"დღეს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული გახარიას ე.წ. ახალი მთავრობა იწყებს განხილვებს კომიტეტებზე, სადაც ისინი წარმოადგენენ სამთავრობო პროგრამაა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ, რადგან ამ მთავრობაში შეცვლილი არაფერი არ არის. ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ კომიტეტებს არ დავესწრებით და არც არანაირ მინისტრს კითხვას არ დავუსვამთ", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ბოიკოტს უცხადებს ნაციონალური მოძრაობაც. დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, საკომიტეტო მოსმენები დაიწყო რეგლამენტის დარღვევით, რადგან მოქალაქეების ნაწილს პარლამენტში არ უშვებენ.
"კომიტეტის სხდომები არის საჯარო მოვლენა, აქ მოწალაქეებს საშვის პირობებში დასწრების უფლება აქვთ, დღეს პარლამენტი ჩაიკეტა მოქალაქეებისთვის", — განაცხადა სამადაშვილმა.
მან ქართულ ოცნებას "პარლამენტში შეყუჟული ივანიშვილის ხელისუფლება უწოდა". მისი თქმით, ამ ფონზე რუტინულ მუშაობას აზრი არ აქვს და საზოგადოება სხვა მოქმედებას ელოდება.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს როცა ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გრძელდება პარლამენტის შესასვლელთან, არ გვაქვს უფლება რუტინულ რეჟიმში გაგრძელდეს ივანიშვილის კაბინეტის მოსმენა", — განაცხადა სამადადაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქციას ის მოქალაქეები მართავენ, რომლებიც პარლამენტში არ შეუშვეს.
საქართველოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა დღეს, 4 სექტემბერს დაიწყო. პირველი მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც გაერთიანებულ კომიტეტზე უსმენენ, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანია. დღესვე სამთავრობო პროგრამას წარადგენს ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე და განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები