აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დიპლომატი კელი დეგნანი წარადგინა.

კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.

აშშ-ს ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს. ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.