აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისას მუშა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა. გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა.

გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს :უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.