ზუმერში დიდი სიახლეებია, კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და მომხმარებლის წინაშე განახლებული ვიზუალური სტილით, ლოგოტიპით, სტრატეგიული პლატფორმით და სარეკლამო კამპანიით წარსდგა.

ზუმერის განახლებული ბრენდი მომხმარებელზეა ორიენტირებული და მათთვის მეგობრული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. რას ელოდები - ამ სლოგანით ახალი სარეკლამო სეზონი გასულ ორშაბათს გაიხსნა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველ მომდევნო ორშაბათს ზუმერის Facebook გვერდზე ახალი ეპიზოდი დაიდება.

ფოტო: ზუმერი

ვიდეოსერიები განსხვავებულ ამბებს მოგვითხრობს, თუმცა მათ ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებთ - ნუ ელოდები, იცხოვრე აქ და ახლა, იცხოვრე ამ მომენტით, გადადგი პირველი ნაბიჯი და იმოქმედე. ხასიათის განახლებასთან ერთად ბრენდის ვიზუალიც დაიხვეწა და ახალი უჩვეულოდ ფერადი სტილი მოირგო.

ფოტო: Zoommer

სარეკლამო კამპანიასთან ერთად, ტრადიციულად, ზუმერი მომხმარებლებს კიდევ უფრო ზუმერულ ფასებს, ყოველკვირეული ფასდაკლების აქციებსა და საჩუქრებს სთავაზობს.

ფოტო: Zoommer

ზუმერი 10 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 17 ფილიალს აერთიანებს.

ფოტო: Zoommer

ათი წლის განმავლობაში, კომპანიამ განვითარების დიდი გზა გაიარა, გახსნა თანამედროვე ტიპის მაღაზიები, დაასაქმა 200-ზე მეტი თანამშრომელი და იზრუნა მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სამეწარმეო სულისკვეთებამ, მაქსიმალურმა მოქნილობამ და მომხმარებლის კეთილდღეობაზე მუდმივმა ზრუნვამ, ზუმერი ბაზრის ლიდერად აქცია.

ზუმერის რებრენდინგზე სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა.