ქარელში 23-ე უბანზე მისული ამომრჩეველი გარდაიცვალა. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით მას გულის შეტევა ჰქონდა:

"გარდაიცვალა ადამიანი, სავარაუდოდ გულის შეტევით, წინასწარი ინფორმაცია ასეთია. უბანში შესვლამდე. დაწყებული გვაქვს წინასაგამოძიებო მოქმედებები".