სექტემბრიდან ინგლისის ქალაქ ვუსტერშირში მერია 60 მეტრის სიგრძეზე დაბალ წითელ განათებებს დაამონტაჟებს. დიდ ბრიტანეთში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გზის დაგეგმარებისას ღამურები გაითვალისწინეს.

კვლევების მიხედვით, ღამურების ზოგი სახეობა იმ ადგილზე არ ჩნდება, სადაც თეთრი განათებებია, ამიტომ ხშირად ნაკლებად უსაფრთხო ადგილებს ირჩევენ.

"ადაპტირებული განათება შესაძლოა ადამიანებისთვის უჩვეულოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ ამ ფერის ნათურების უსაფრთხოება შემოწმებულია", — ამბობს ადგილობრივი მერიის წარმომადგენელი.

წითელი განათება ქვეითებსა და მანქანით მოსიარულეებს ხელს არ უშლის. მსგავსი განათება შემოწმებულია ნიდერლანდებში და დამტკიცებულია, რომ ის ღამურის სახეობებს გამრავლებაში ეხმარება.