პირველ სექტემბერს შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქ ისთ ფოინთში საქართველოში ყველაზე დიდი ავეჯის ჰაბი გაიხსნა, რომელიც განთავსებულია ისთ ფოინთის ქვედა პარკინგის მიმდებარედ, 5000 მ2 ფართობზე, შესაბამისად, ყველას, ვისაც ავეჯის შეძენა სურს, ამიერიდან საშუალება აქვს, სასურველი ნივთები ერთ სივრცეში შეიძინოს - იქ, სადაც ყველაზე დიდი არჩევანია.

ავეჯის ჰაბში განთავსებულია ბრენდები: Comforter, Mobler, EnzaHome, Marco, New Light, Forum.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბის გახსნით ისთ ფოინთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა საქართველოში.

მეტი კომფორტისთვის, აღსანიშნავია, რომ ისთ ფოინთის ტერიტორიაზეა სამშენებლო ჰიპერმარკეტი დომინო და სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში შეიძინოს ყველაფერი, რაც რემონტსა და ავეჯს უკავშირდება.

ფოტო: East Point

ავეჯის ჰაბის გახსნის ცერემონიაზე მომხმარებელს საშუალება ჰქონდა 40%-მდე ფასდაკლებით ესარგებლა, ხოლო პირველმა 100 მყიდველმა განსაკუთრებული საჩუქარები მიიღო ავეჯის მაღაზიებისგან.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს ასევე მხიარული და სასიამოვნო გარემო დახვდათ. საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ფოტოსტენდით, რომელიც ადამიანის ერთ სივრცეში ფრენის ილუზიას ქმნის, ილუზიების ოთახით, გრანდიოზული ლოგინი-ბატუტითა და ფერადი ბალიშებით. ღონისძიებას კოსტიუმირებული აკრობატებიც ახალისებდნენ.

დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე გათამაშება. გამარჯვებულები ღონისძიების წამყვანმა, ბახვა ბრეგვაძემ დაასაჩუქრა. გახსნის ღონისძიება ბენდ Sound Lab-ის კონცერტით დასრულდა.

საქართველოში არსებული ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი მომხმარებელს მომავალშიც ბევრ სასიამოვნო სიახლეს პირდება.