გიორგი გახარიას სამთავრობო გუნდს კენჭს პარლამენტი მისი ამ თანამდებობაზე წარდგენიდან 5 დღეში, კვირას, 8 სექტემბერს უყრის. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ბიუროს სხდომის დაწყებამდე საპროცედურო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუმარტა, რომ მათ რიგგარეშე სხდომის დანიშვნა შაბათ-კვირასაც შეუძლიათ.

გახარიას თქმით, მინისტრთა კაბინეტში მის ადგილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრი კი ოცნებაში მიბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

დღეს, 3 სექტემბერს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 76 დღეა ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.