დღეიდან ვითიბი ბანკის ბარათების მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო პირადი გადახდების ინსტრუმენტით, Apple Pay-ით, რომელიც მთლიანად ცვლის მობილური გადახდებს და ხდის მათ უფრო მარტივს და სწრაფს.

Apple Pay დაფუძნებულია უსაფრთხოებაზე და კონფიდენციალურობაზე. ბარათის ნომრის დამატებისას, Apple Pay არ ინახავს მას არც მოწყობილობაზე და არც Apple-ის სერვერებზე. სანაცვლოდ ხდება მოწყობილობის უნიკალური ნომრის მინიჭება, რომელიც იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება თქვენს მოწყობილობაზე არსებულ ჩიპში.

Apple Pay-ს დაყენება მარტივია. საკრედიტო და სადებეტო ბარათის დამატება ხდება აპლიკაციით Wallet, სავაჭრო ობიექტებში გადახდა შესაძლებელია ტელეფონით iPhone SE, iPhone 6 და უფრო გვიანი მოდელებით, ასევე Apple Watch-ით.

ონლაინ ან აპლიკაციით რაიმეს შეძენის დროს Apple Pay იძლევა მარტივ, Touch ID-ზე ერთი შეხებით გადახდის შესაძლებლობას, ასევე გვერდითი ღილაკის ორჯერ დაჭერით ან iPhone X-ის შემთხვევაში Face ID-ს გამოყენებით.

ამასთან ერთად საჭირო აღარ არის დოკუმენტებში საკონტაქტო მონაცემების ხელით შევსება, განმეორებით მიწოდების ან ანგარიშის დეტალების შეყვანა.

Apple Pay მუშაობს iPhone 6-ს ან უფრო ახალი მოდელის ტელეფონებზე, სერვისი ასევე ხელმისაწვდომია iPad Pro, iPad Air 2, iPad Mini 3 და უფრო ახალ მოდელებზე.

Apple Pay ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 2012 წლის შემდგომ გამოშვებულ Mac-ებზე, რომელზეც დაყენებულია სისტემა macOS Sierra, ხოლო გადახდის დადასტურება შესაძლებელია ტელეფონით iPhone 6 და შემდგომი მოდელის ტელეფონებით, Apple Watch-ის გამოყენებით და ასევე MacBook-ის Touch ID-ზე თითის მიკარებით.