HBO-ს პოპულარული სერიალის Game of Thrones-ის მერვე სეზონის მეორე სერიაში (შვიდი სამეფოს რაინდი) ერთ-ერთ სცენაში ყავის ჭიქა ჩანს. მაშინ, როდესაც სთარბაქსის ჭიქა ეკრანზე გამოჩნდა, თავად არხისა და სერიალის პოპულარობა პიკს აღწევდა, ჰყავდა ყველაზე მეტი მაყურებელი, ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფერზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა მაყურებლების დიდმა ნაწილმა ჭიქის გამოჩენა წინასწარ ჩაფიქრებულ ვირუსულ რეკლამად აღიქვა.

ამ ყველაფრის შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ ამბავზე პასუხი ბევრისთვის ჯერ კიდევ საინტერესოა. სწორედ ამიტომ სერიალის შემქმნელებმა დ.ბ ვეისმა და დევიდ ბენიოფმა იაპონურ ტელეარხ Star Channel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეს:

დენერისსა და ჯონზე იმდენად ვიყავით კონცენტრირებულნი, რომ შუაში ყავის ჭიქა უბრალოდ ვეღარ დავინახეთ. თავიდან ვერ ვიჯერებდი, შემდეგ კი უკვე გამაღიზიანებელი იყო. როგორ ვერ დავინახეთ ეს ყავის ჭიქა გადაღებისას?! რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე ვხალისობდით. ეს შეცდომა იყო, რომელიც ახლა სასაცილოდ გვეჩვენება