კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

სააგენტოში ამბობენ, რომ წინასწარი შეფასებით ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. მათი თქმით, უნებართვო სამუშაოებზე უკვე აცნობეს საპატრიარქოს და სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივ ეპარქიას დღესვე მიწერენ.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში თვითნებურ მშენებლობას იწყებენ. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში კარადა ააშენეს. ერთი თვის წინ კი სასულიერო პირებმა თვითნებურად აყარეს იატაკი ყინწვისის მონასტერში და მეტლახი დააგეს. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის საგენტო ამბობდა, რომ ამით ისტორიული ძეგლი არ დაზიანებულა. ასევე,