ქალი, რომელიც ამბობდა, რომ ბაღში "კაროლივით" იჯდა, გამგის თანამდებობას ტოვებს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე, მედეა მამულაძე, რომელიც ჟურნალისტს კადრების გავრცელების გამო "თავზე მიკროფონის დახურვით" დაემუქრა, თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
TV 25-ის ჟურნალისტის თქმით, მედეა მამულაძე საბავშვო ბაღის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ პოსტებს აქვეყნებდა. ამ დროისთვის არც ერთი პოსტი აღარ იძებნება. გარდა ამისა, არხმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, სადაც ბაღის ხელმძღვანელისა და თანამშრომლების დაპირისპირება ჩანს.
სატელეფონო საუბარში მედეა მამულაძემ TV 25-ს დაუდასტურა, რომ ფეისბუქზე პოსტებს თვითონ წერს და თანამშრომლებთან კონფლიქტი ნამდვილად აქვს. მისივე თქმით, თანამშრომლები ბაღიდან მის გაგდებას ცდილობენ. თუმცა, შემდგომში მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ის "ინტრიგნულს ედევნება" და "ყველაფრის აწრიალებითა" და "თავზე დახურვით" დაემუქრა:
"მთელი რაიონი ავაწრიალე და ბაუჩაძეს სასამართლო მოვუგე, "კაროლივით" ვზივარ ბაღის ხელმძღვანელად. ავაწრიალებ ყველაფერს, დაგახურავ თავზე. არც ვახტანგ ბერიძიდან [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე] მაკლია მხარდაჭერა, არც ანზორ ბოლქვაძისგან [ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი] და არც ბაღების დირექტორისგან და არც უშიშროებისგან. დაგახურავთ ყველაფერს თავზე. რაც ამოსაქექი იყო ბაუჩაძის დროს, ამოგექექათ და გაგეშუქებინათ მართლა. ცოტა ნორმალურად იაზროვნე, მე გეუბნები შენ. გაფრთხილებთ, ანზორ ბოლქვაძეს კიდევ შევაწუხებ, ვახო ბერიძეს კიდევ შევაწუხებ. აჭარის მთავრობამდე მისვლამდე, თორნიკე რიჟვაძესთანაც [აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი] შესასვლელი ვარ, მთელი ცხოვრება მაქვს მოსაწყობი და კიდევ შევაწუხებ, მაგ 25-ე არხის მიკროფონს დაგახურავ თავზე", — უთხრა მედეა მუმლაძემ ჟურნალისტს.
სიუჟეტის ანონსის ფეისბუქზე გამოქვეყნების შემდეგ მედეა მამულაძე სულხან მესხიძეს ანონსის აღება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა. აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები