TOP 10 ციტატა, რომლითაც ბახტაძემ თავი დაგვამახსოვრა
14-თვიანი პრემიერობის შემდეგ მამუკა ბახტაძე საზოგადოებას 3 947-სიტყვიანი ტექსტით ფეისბუქზე გამოემშვიდობა. სოციალურ მედიაში პრემიერობამდეც აქტიური იყო. საზოგადოებამ მისი გაცნობა ინსტაგრამზე დარეკლამებული ფოტოებით დაიწყო, თუმცა, იმდროინდელი კვლევით, მოქალაქეების უმრავლესობამ მაინც არ იცოდა, ვინ იყო ის.
მისი პრემიერობის დროს დასამახსოვრებელი იყო მისი ციტატები.
ოცნების ხელწერა
"რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ტიპის გაზი ქართული ოცნების ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როცა საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე".
სწორედ ამ სიტყვების გაჟღერებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით, ძალის გადამეტებით დაშლა. დაშავდა 160-ზე მეტი მოქალაქე, ორმა მათგანმა დაკარგა თვალი.
სამი რიცხვი
"შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: 1, 28 და 8 000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელ რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით".
ეს სიტყვები მან კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას თქვა.
მთაწმინდა — გამორჩეული ადგილი
"მთაწმინდა არის გამორჩეული ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქისთვის".
ამ სიტყვებით წარადგინა მაშინდელმა პრემიერმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი.
განათლება — ეროვნული იდეა
"გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას".
ეს სიტყვები წარმოთქვა მან "განათლება — გზა თავისუფლებისკენ" პროექტის პრეზენტაცის დროს.
ევროპული ჰაერი საქართველოში
"ვიწყებთ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით".
ეს უკვე "მწვანე ეკონომიკაზე" წარმოთქმული სიტყვებია.
ფიქრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე
"ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემ კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ მხარესთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია".
ესაა პასუხი ადა მარშანიას კითხვაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობას უკავშირდებოდა.
საქართველო — ავანგარდისტი ეკონომიკაში
"საქართველო ამ რეგიონში გახდა ავანგარდისტი. თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება".
პრემიერობის დროს ეს ამბიციური გეგმა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა.
Ryanair საქართველოში
"ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ რაინეარი გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ".
ასე გაუსვა ხაზი მან ახალი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობას
საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში
"ჩვენ მაღალ წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალური პოლიტიკის რინგზე".
ეს კი პასუხი გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს როლზე.
საპატრიარქოსთან ურთიერთობა
"ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს".
პრემიერობის დროს მას სახელმწიფოში ეკლესიის როლზე არაერთხელ უსაუბრია. ეს ერთ-ერთი ასეთი განცხადებაა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები