მაიმუნები იმაზე გაცილებით ჭკვიანები არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. არ გჯერათ? მაშინ, განაგრძეთ კითხვა და ამაში აუცილებლად დარწმუნდებით.

საქმე ის არის, რომ ინტერნეტში ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში, ტურისტის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელიც პატარა გაიძვერა მაიმუნს ასახავს — ცხოველმა ძალიან მოხერხებულად მოიმარჯვა ვეებერთელა ქვა და სავარაუდოდ, ზოოპარკიდან გასაქცევად ვოლიერის შუშა უმოწყალოდ ჩაამსხვრია.

ნახეთ ვიდეო:

მომხდარით მხოლოდ ჟენჟოჟის ზოოპარკის სტუმრები არ ყოფილან განცვიფრებული, საკუთარი ნამოქმედარით, ეს მოხერხებული თეთრყელა კაპუცინიც გვარიანად შეშინდა.

მართალია, ვიდეოს მნახველებს შორის კამათის საგანი გახდა თუ რამდენად გააზრებულად ჩაამსხვრია ცხოველმა შუშა, თუმცა, ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ეს მაიმუნი სხვებს საერთოდ არ ჰგავს, რადგან ის გაცილებით ჭკვიანია და ნივთების დანიშნულებისამებრ გამოყენებაც კარგად გამოსდის.

ამიტომ, გამორიცხული სულაც არ არის, რომ მოულოდნელი "ვანდალიზმი" ამ მაიმუნისთვის ზოოპარკიდან გაქცევის მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო.