მაიკლ ონკი ერთი ჩვეულებრივი კაცი იქნებოდა, რომ არა მისი კრეატიული მიდგომა პირადი ურთიერთობების მიმართ — მან კარგად იცის თუ როგორ უნდა იყოს მუდამ მიმზიდველი და სექსუალური თავისი შეყვარებულისთვის.

ცოტა ხნის წინ მაიკლმა აღწერით: "როგორ გავუგზავნოთ სექსუალური ფოტოები მეგობარ გოგოს" ფეისბუქზე პოსტი დადო, რომელიც რამდენიმე მისაბაძ და საკმაოდ სახალისო ფოტოს აერთიანებს.

ამ იდეამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ფოტოებს ფეისბუქზე კი ათასობით ადამიანი გამოეხმაურა.

აი, ისინიც:

ყველაფერთან ერთად, იატაკიც მიმზიდველი და სუფთაა

ფოტო: Michael Oonk

გასარეცხი ჭურჭელი?! რა პრობლემაა..

ფოტო: Michael Oonk

სუფთა ნიჟარის ფონზე გადაღებული სელფიც გამოდგება

ფოტო: Michael Oonk

ტუალეტიც უნდა გაიწმინდოს ცხოვრებაში

ფოტო: Michael Oonk

აბა მტვერი?

ფოტო: Michael Oonk

სასურველია სარეცხიც დროულად გავრეცხოთ

ფოტო: Michael Oonk

და რა თქმა უნდა, ძაღლის გასეირნებაც არ უნდა დაგვავიწყდეს!

ფოტო: Michael Oonk

"უახლოეს მომავალში ლენისთვის ხელის თხოვნასაც ვაპირებ, რადგან ჩვენი ურთიერთობით უბედნიერესი ვარ", — ამბობს მაიკლი. წყვილი უკვე ერთი წელია, რაც ერთად ცხოვრობს.