გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

უწყების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი იქნება. თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა ჰაერის ტემპერატურა კი +26, +28 გრადუსი იქნება.