რომის პაპი ფრანცისკე ლიფტში გაიჭედა და საკვირაო მიმართვაზე დააგვიანა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მათი ცნობით, რომის პაპი ლიფტში 25 წუთის განმავლობაში იყო გაჭედილი და ის მეხანძრეებმა გამოიყვანეს. პაპმა ფრანცისკემ მიმართვა 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მან ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ვატიკანში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, რის გამოც ლიფტში გაიჭედა და მეხანძრეებს ელოდებოდა.