აშშ-ში, ტეხასის შტატში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ოცზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელმა მანქანა გააჩერა, რომლის მძღოლმაც მას ცეცხლი გაუხსნა, ავტომობილით გაქცევა მოახერხა და გზად ათობით გამვლელს ესროლა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. მოტივი ამ დრომდე უცნობია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ტეხასის შტატში სროლის მეორე შემთხვევაა. ოთხი კვირის წინ ქალაქ ელ პასოში შეიარაღებულ თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა.