საქართველოში აშშ-ის საელჩოს Facebook-გვერდზე ქართველ მორაგბეებს დღევანდელ მატჩზე წარმატება უსურვეს. პოსტს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუთის საქართველოს დროშით გადაღებული ფოტო ერთვის თან.

"წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს დღევანდელ რაგბის მატჩზე!" — ვკითხულობთ პოსტში.

დღეს, 31 აგვისტოს დინამო არენაზე ისტორიული მატჩი იმართება. ბორჯღალოსნები ისტორიაში პირველად თამაშობენ პირველი დონის გუნდთან საქართველოში. ეს მსოფლიო თასის სატესტო მატჩშია.

ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ბორჯღალოსნები შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს 6 სექტემბერს მარიფილდის სარაგბო არენაზე შეერკინებიან.

სპეციალურად ამ მატჩისთვის ნაკრებში დაბრუნდა მამუკა გორგოძე. დღეს საქართველოს ნაკრებს პირველად უხელმძღვანელებს კაპიტნის რანგში მიხეილ ნარიაშვილი.