ქობულეთში ტროტუარზე მოსიარულე კაცს კორპუსიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა. ადგილიდან ფოტომასალას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

40 წლამდე კაცს კონდიციონერი სამონტაჟო სამუშაოების დროს დაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.