დილის გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს გუნდის ნაწილმა რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ On.ge-ს გადაცემის პროდიუსერმა, ლიკა კინწურაშვილმა უთხრა.

მისი ცნობით, ტელეკომპანია მასთან ერთად დატოვეს გადაცემის მთავარმა წამყვანმა, ეკა სამხარაძემ, სპორტის წამყვანმა, მერაბ ყუფარაძემ და ჟურნალისტებმა: ანი მარღანიამ, გურანდა ავალიანმა, სალომე მომცემლიძემ, თაკო ნოზაძემ და ლაშა ნაკაიძემ.

ლიკა კინწურაშვილის თქმით, ის, ეკა სამხარაძე და მერაბ ყუფარაძე ფორმულა კრეატივის ახალ არხზე გადადიან, სადაც კვლავ დილის გადაცემაში იქნებიან.

ფორმულა კრეატივის ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება 29 აგვისტოს მიიღო. კრეატივმა არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

ამავე თემაზე: