თერაპიული სეანსი Eko & Vinda Folio-ს სადებიუტო ალბომისგან
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ალბომი სიყვარულზე, ბანალურ ყოველდღიურობაზე, დანაკარგებსა და აღმოჩენებზე.
ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია (Vinda Folio), ერთმანეთს, როგორც მუსიკოსები 2012 წელს დაუკავშირდნენ და ერთობლივი პროექტით, Eko & Vinda Folio მუსიკის შექმნა დაიწყეს.
მათი სადებიუტო ალბომი თერაპია ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე, Talitres-ზე გამოვიდა. ამ ლეიბლზე გამოცემულია ისეთი ცნობილი ჯგუფების ალბომები, როგორებიც არიან The National, Motorama, Destroyer, The Walkmen და ა.შ.
ალბომში 10 ტრეკია და ყველა მათგანი ქართულენოვანია. ჩანაწერის ხასიათი მელანქოლიური, "თეთრი" პოსტ-პანკია, მინიმალისტური გიტარით და ჭეშმარიტად პოსტ-პანკური ბას პარტიებით. ტექსტუალური ნაწილი კი საკმაოდ რომანტიული და მელანქოლიურია. აქ თემო ეზუგბაიას (Vinda Folio) მშვიდი ხმა მშვენივრად ერწყმის სასიყვარულო ბალადებს: - "სამსახური დილით / ურჩი მაღვიძარა / მოპარულმა წუთმაც გადაიარა / ფუჭი სიტყვებით სავსე კარადა / სევდა თანდათან შემოიპარა." ამ სიტუაციებში ერეკლე დეისაძე ასევე იდეალურად გრძნობს თავს. მას ყოველთვის გამოსდიოდა ე.წ. love song-ის წერა. თუმცა, მომენტებში მისი წინააღმდეგობრივი ხასიათი იღვიძებს და მეტად აგრესიულ და მძიმე ფონს ქმნის - „მე მიჭირდა თქვენთან — სუნთქვა, ყოფნა, თქვენი მოთმენა! თავში მიდუღს ცხელი ტყვია - არაფერი მსგავსი, მე არ შემიგრძვნია“.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ალბომი სიყვარულზე, ბანალურ ყოველდღიურობაზე, დანაკარგებსა და აღმოჩენებზე. მუსიკალური ატმოსფერო კი თავს აღწევს 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული როკ-ჯგუფების მძიმე და დეპრესიულ ჟღერადობას. ამის მაგივრად აქ მსუბუქი მელანქოლია როგორც სიო, ისე უბერავს.
იმ ეპოქაში, როდესაც ბენდები სტანდარტული ლაინ-აფით თითქოს სულს ღაფავენ, ქართული პროექტი საერთაშორისო წარმატებას აღწევს — მთელ ამ ამბავში, ყველაზე სასიამოვნო მაინც ეს არის. ლეიბლი ტალიტრი ქართველ Indie რომანტიკოსებს დიდ სცენაზე გაბრძოლების საშუალებას აძლევს.
ჩანაწერის ჟღერადობას დიდწილად განაპირობებს ვინდა ფოლიოს ვოკალური და გიტარის პარტიები, რომელიც უფრო რბილ და "სუფთა" ატმოსფეროს ქმნის. ზოგადად, მისი ამ ალბომში ყოფნა ერეკლე დეისაძის სიმძიმეს მნიშვნელოვნად აბალანსებს და გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ ის წინა პლანზეა წამოწეული და ბევრად უკეთესად ჩანს, როგორც შემსრულებელი.
მოუსმინეთ: მე, როგორც ბგერა
თერაპია ერთი დიდი love song-ია, რომელიც თანამედროვე ადგილობრივ სცენას ძალიან სჭირდებოდა. ამ დუეტის სტილისტიკის და მათი ჩვენთვის აქამდე ნაცნობი საზრუნავების და ინტერესების შემდეგ, ასეთ მუსიკას მსმენელი სავარაუდოდ ნაკლებად ელოდა. ამ ალბომში პოლიტიკის და სოციალური კომენტარის ადგილი თითქმის არ დარჩა. თუ არ ჩავთვლით მათი ძველი სიმღერის აგურით ხელში ახალ ვერსიას, რომელიც ამ კომპოზიციის უფრო დარბილებულ გადააზრებას გვთავაზობს.
ჯგუფი კონცერტებს მალე საფრანგეთის ქალაქებში გამართავს — 28 ნოემბერს ლიონში, 1 დეკემბერს პარიზში, 5 დეკემბერს ნანტში და 6 დეკემბერს ტურკუენში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები