"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით", — ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იმედის ჟურნალისტის კითხვას, რატომ შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი მოკლა. ის ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხაებით, ის წუხს, რადგან ევროპაში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და არის მცდელობები, რომ აქცენტი სხვა რამეზე გადავიდეს.

"ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ნაცვლად იმისა, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე: