ოსკაროსანი მსახიობი, მეთიუ მაკკონაჰი ტეხასის უნივერსიტეტის ლექტორი ხდება.

2015 წლიდან მაკკონაჰი უნივერსიტეტის კამპუსში ლექციებს რეგულარულად კითხულობს. ამიერიდან კი ის უნივერსიტეტის სრულფასოვანი წევრი გახდება.

უნივერსიტეტის განცხადებით, ისინი აფასებენ მისი, როგორც მასწავლებლისა და მენტორის თავდაუზოგავ შრომას. შემოდგომიდან მსახიობი რადიოს, ტელევიზიისა და კინოს კათედრაზე იმუშავებს.

მაკკონაჰმა, რომელმაც იგივე უნივერსიტეტი 1993 წელს დაამთავრა, ინტერვიუში თქვა, რომ რომ მისი მიზანია სტუდენტების სარეჟისორო ნიჭი მეცნიერებად აქციოს.