აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა. ის ხულიგნობისა და იარაღის გამოყენების ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

სეიმურ ჰაზიმი პარტია აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის წევრია. მას გადაცემა აზერბაიჯანის საათი მიჰყავდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო.

ის 2015 წელს უცნობ კაცზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თვითონ ჟურნალისტი აცხადებდა, რომ დაკავება პოლიტიზირებული იყო და მის საქმიანობას უკავშირდებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფდა.