ფეისბუქი ახალი აპლიკაციის, Threads-ის შექმნაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ახლო მეგობრების ერთანეთთან დაკავშირებაა. Threads, რომელიც ინსტაგრამის კომპანიონი აპლიკაცია იქნება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ახლო მეგობრებს გაუზიარონ ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის მათი ადგილმდებარეობა, გადაადგილების სიჩქარე და ელემენტში დარჩენილი მუხტი.

აპლიკაციას უბრალო ჩეთის ფუნქციაც ექნება, რომლითაც ფოტოების და ვიდეობის გაზიარებასაც შეძლებთ.

ინსტაგრამი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მაისში ინსტაგრამმა Direct-ზე მუშაობა შეწყვიტა, რომელიც დამოუკიდებელი საკომუნიკაციო აპლიკაცია უნდა ყოფილიყო. შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ განაცხადა, რომ მესიჯის გაგზავნის დროს ინსტაგრამის გამორთვა და ცალკეული აპლიკაციის ჩართვა ზედმეტად შემაწუხებელი იყო, თუმცა მათ განაცხადეს, რომ კომპანია ახალი საკომუნიკაციო აპლიკაციის შექმნით კვლავ დაინტერესებული იყო.

Thread-ს, დიდი ალბათობით, სტატუსების ავტომატური განახლების ფუნქციაც ექნება, რომლის ჩართვის შემთხვევაშიც ის თქვენს ახლო მეგობრებს თქვენს ადგილმდებარეობას, გადაადგილების მიმართულებას და სხვა დეტალებს ავტომატურად გაუზიარებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაეშვება Threads. არც ისაა გამორიცხული, რომ Direct-ის მსგავსად, ფეისბუქმა აპლიკაციაზე მუშაობა მის გამოშვებამდე შეწყვიტოს.

მარტში ცუკერბერგმა ფეისბუქის მომავალზე ისუბრა და განაცხადა, რომ პლატფორმაზე კომუნიკაცია კონფიდენციალური, დაშიფრული და უსაფრთხო უნდა გახდეს. Threads კი, შესაძლოა, სწორედ ამ გრძელვადიან მიზანს ემსახურებოდეს.