გორში ერთ საბავშვო ბაღს ორი წელია აშენებენ — აი, ფაქტი
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის ინფორმაციით, გორში, რკინიგზის დასახლებაში ერთ საბავშვო ბაღს უკვე ორი წელია აშენებენ. როგორც საგამოძიებო მასალაში წერია, მშენებელმა კომპანიამ თავისი ვალდებულებები არ შეასრულა, მთავრობამ კი ის სათანადოდ არ დააჯარიმა. პროექტზე უკვე 90 ათასი ლარია დახარჯული.
ბაღის მშენებლობა აზერბაიჯანული კომპანიის ფილიალმა, ინშაათ საქართველომ 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და იმავე წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება 530 ათას ლარს აღწევდა. კომპანიამ სამუშაოების ვადა მერიას რამდენჯერმე გადააწევინა, საბოლოოდ, ბაღი 2018 წლის მარტში უნდა ყოფილიყო მზად.
"მშენებლობის პროცესში აღმოჩნდა, რომ გამოყენებული ბეტონის ხარისხი ორჯერ ჩამოუვარდებოდა სტანდარტს. მიუხედავად ამისა, კომპანია არც დაჯარიმდა და არც კონტრაქტი შეუწყდა. მერიასთან და სამუშაოების ზედამხედველ კომპანიასთან ერთად ინშაათ საქართველომ არსებული საძირკვლის გამაგრება დაიწყო, თუმცა სამუშაოები საძირკველს ვერ გასცდა", — წერს აი, ფაქტი.
გორის მერიამ ინშაათ საქართველოს კონტრაქტი 2018 წლის აპრილში შეუწყვიტა. გორის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვა, რომ კომპანია ე.წ. შავ სიაში შეეყვანათ, თუმცა სააგენტომ მერიის მოთხოვნა არ შეასრულა. ჟურნალისტების კითხვაზე, უპასუხისმგებლო კომპანიის შავ სიაში შესაყვანად რატომ არ იჩივლა მერიამ სასამართლოში, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ტარიელ მაისურაძემ უპასუხა:
"ეს პროცესი რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო და მშენებლობა როდის უნდა დამეწყო? თუ ეს დავა არ მორჩებოდა, მშენებლობა შეიძლებოდა გამგრძელებოდა ორი-სამი წელი? ჩემი ინტერესი ის იყო, რომ მშენებლობა დასრულებულიყო მალე".
აი, ფაქტის ინფორმაციით, მერიამ ახალი საპროექტო დოკუმენტაცია შექმნა და ტენდერი 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. ამ შემთხვევაში, მშენებლობის დასასრულებლად კომპანიას 1,1 მილიონი ლარი და ორი წელი მიეცემა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. იმას, რომელმაც დაბალი ფასი შესთავაზა და გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, მერიის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები