ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ სულ 18 გამოძახება იყო, ძირითადად სახლები და ეზოები დაიტბორა. უწყების ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა ყველა მათგანზე მოახდინეს რეაგირება.

Kutaisi Post-ის ცნობით, დატბორილია ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრიც და დაზარალებული არიან მოვაჭრეები.