2019 წელი ვეგეტარიანელებისთვის საკმაოდ სასიამოვნოდ მიმდინარეობს. აპრილში Burger King-მა პირველი უხორცო ბურგერი წარადგინა, ახლა კი ტრენდს KFC უერთდება.

KFC აცხადებს, რომ ის კომპანია Beyond Meat-თან, რომელიც ვეგანურ "ხორცს" აწარმოებს, ინტენსიურად თანამშრომლობს.

ვეგანურ "ქათმის" ნაგეთსებს KFC აშშ-ში, კერძოდ კი ატლანტაში ერთი დღის განმავლობაში გაყიდის.

კომპანიის თქმით, თუ "ექსპერიმენტი" წარმატებით ჩაივლის აშშ-ში მცენარეული "ქათმის" ნაგეთსები და ფრთები კომპანიის მენიუს მუდმივი ნაწილი გახდება.

პროდუქტს Beyond Fried Chicken ეწოდება და ის მწვანე ყუთებში იქნება მოთავსებული. 27 აგვისტოს განმავლობაში ვეგანურ ნაგეთსებს მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზებენ. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მომხმარებლებს გაუჭირდებათ გამოიცნონ, ნაგეთსი ვეგანურია, თუ არა.

Beyond Fried Chicken ხორბლისგან მიღებული ცილითაა დამზადებული.

ამავე თემაზე: