წიგნის წაკითხვა თუ აუდიოწიგნის მოსმენა? — თქვენი ტვინისთვის სულერთია
თუ საკმარისი დრო არ გვაქვს დასაჯდომად და წიგნის წასაკითხად, იქნება თუ არა მისი აუდიო ვერსიის მოსმენა "თაღლითობა"? "წიგნის ჭიები" ალბათ იტყვიან რომ კი, თუმცა ახალი მტკიცებულება საპირისპიროში გვაჯერებს: ჩვენი ტვინისთვის სულერთია.
"Journal of Neuroscience"-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, Gallant Lab-ის მკვლევარებმა 9 ადამიანის თავის ტვინი დაასკანერეს კითხვისა და აუდიო-ჩანაწერის მოსმენისას. მიღებული მონაცემების ანალიზის გზით მეცნიერები დააკვირდნენ თავის ტვინის ქერქში ინფორმაციის გადამუშავებას და ამგვარად მათ შექმნეს რუკა, სადაც სხვადასხვა უბნის მონიშვნის გზით მათ თითოეული სიტყვის მნიშვნელობის ინტერპრეტირება შეძლეს. საბოლოო მონაცემები მკვლევარებმა ინტერაქციულ დიაგრამად გააერთიანეს.
ტვინის სკანირების მონაცემებზე დაკვირვებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წაკითხული თუ მოსმენილი ისტორიები თავის ტვინის ერთი და იგივე კოგნიტურ და ემოციურ უბნებს აღიზიანებდნენ. ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ როგორ აძლევს ჩვენი ტვინი სემანტიკურ მნიშვნელობას დანახულ ასოებს და როგორ გარდაქმნის ბგერების ერთობლიობას სიტყვებად.
2016 წელს Gallant Lab-ის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ადამიანის ტვინის პირველი ინტერაქციული რუკა. ცისარტყელას ფერებში გადმოცემული დიაგრამა ტვინს 60 000 ნაწილად ყოფს, რასაც ვოქსელებს უწოდებენ.
თითოეული ვოქსელის კოდირება და მონაცემთა ანალიზი მკვლევარებს ტვინის რეგიონებში სიტყვების გააზრების პროცესის ვიზუალიზაციაში ეხმარება. მაგალითად: ერთი ნაწილი აღიქვამდა სიტყვებს "მამა", "უარყოფილი" და "ხელახლა დაქორწინებული" — ეს არის სოციალური სიტყვები, რომლებიც დრამატულ მოვლენებს, ადამიანებსა და დროს აღწერს.
ბოლო კვლევით მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს კითხვისა და მოსმენის დროს თავის ტვინის შესაბამისი უბნების საპასუხო რეაქციები და ამგვარად ნახეს, რომ ორივე შემთხვევაში ტვინის ერთი და იგივე რეგიონები ღიზიანდებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აუდიო და ვიზუალური გამღიზიანებლის შედეგად შექმნილი მონაცემები ერთმანეთის იდენტური გახლდათ.
სუბიექტის ტვინი წაკითხვისა და მოსმენის პირობებში ერთნაირად ქმნის სიტყვების მნიშვნელობას. ეს მიგნება სიურპრიზი აღმოჩნდა მთავარი მკვლევარის, ფატმა დენიზისთვის. მისი ჯგუფი თავის ტვინის კონკრეტულ უბნების მიერ სიტყვებისთვის მნიშვნელობის მინიჭებას წლებია იკვლევს.
დენიზს სურს ექსპერიმენტი განავრცოს და კვლევაში უფრო მეტი მონაწილე ჩართოს. მისი სურვილია, რომ კვლევაში ისეთი ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ინგლისურად არ საუბრობენ და ბევრ ენას ფლობენ, აქვთ აუდიო ანალიზის უნარის დარღვევა ან დისლექსია. ასეთ პირობებში, კვლევა შესაძლოა წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
ამ აღმოჩენას პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნია. ადამიანებს, რომელთაც კითხვა ან მოსმენა უჭირთ, შეუძლიათ ინფორმაცია ალტერნატიული წყაროდან მიიღონ. მაგალითად: დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის შესაძლოა აუდიოწიგნებით სწავლა დიდი შეღავათი აღმოჩნდეს.
საბოლოოდ, აუდიოწიგნებით განათლების მიღება ან უბრალოდ საინტერესო ამბის მოსმენა თურმე საერთოდაც არ არის "თაღლითობა"
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები